დეპუტატი ლუკა კურტანიძე მორიგ სკანდალში ეხვევა. როგორც”იმედის კვირის“ წამყვანმა ეკა ხოფერიამ განაცხადა, გასაიდუმლოებული დოკუმენტები კურტანიძის მიმართ კორუფციული ბრალდებებების შესახებ "იმედის" ჟურნალისტს ბელა ზაქაიძეს გადასცეს. ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია:
„ლუკა კურტანიძე პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაქცევას და შეკითხვების თავის არიდებას შეეცადა. ჭიდაობის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ პლენარული სხდომის დარბაზში ყოფნის დროს ინტერვიუზე უარი გვიტხრა. კურტანიძემ ჩვენთან საუბარი მხოლოდ ტანაპარტიელთა 5 წუთიანი თათბირის შემდეგ ისურვა.
დამსახურებული მოჭიდავე რომან რურუა: „იყო საჩივრები და სამეთვალყურეო საბჭომ ავიწყეთ შესწავლა ფედერაციის მუშაობის შესახებ“.
კურტანიძის დროს ფედერაციის საქმიანობის შესწავლის შედეგად სამეთვალყურეო საბჭომ სკანდალური დასკვნა დადო, რომელიც თითქმის ერთი წელი გასაიდუმლოებული იყო. დოკუმენტი, რომელშიც კურტანიძის და მისი მეუღლის, ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ყოფილი ხელმძძღვანელის, ხათუნა მაქაცაძის კორუფციულ საქმიანობაზეა საუბარი, "იმედის კვირამ" მოიპოვა. დასკვნის ერთ-ერთი ავტორი აღიარებული ვეტერანი მოჭიდავე რომან რურუაა. იგი განმარტავს, რომ დოკუმენტი მოჭიდავეების და მწვრთნელების გასაუბრების შედეგად შედგა.
დასკვნის ტექსტის ნაწილი: კურტანიძე წილში ჩაუჯდა თავისუფალ ჭიდაობაში ნაკრების გუნდის მწვრთნელებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ პრემიარულ თანხებში და მათთვის გაცემული პრემიიდან 25% წილს იღებდა. ასევე მისი მეუღლე ხათუნა მაქაცაძე თითოეული ნაკრებისთვის გაცემული პრემიიდან მწვრთნელებს დამატებით 5% ართმევდა გაწეული მენეჯერებოსათვის, თუმცა მას ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელობისთვისაც ცალკე ხელფასი ერიცხებოდა. კურტანიძეს შეჯიბრებებზე მწვრთნელთა, სპორტსმენთა და ექიმების ნაცვლად სისტემატურად დაჰყავდა საკუთარი მეუღლე, რაშიც ხარჯავდა ბიუჯეტის ხარჯებს.
ლუკა კურტანიძე : "ვფიქრობ საზოგადოებას იმდენი პრობლემები აქვს, რომ კიდევ ცრუ ინფორმაცია ვაწოდოთ ადამიანებზე შეუფერებლი საქციელია".
სამთვალყურეო საბჭოს დასკვნის მიხედვით, იმ ფონზე, როდესაც მოჭიდავეები ცივ დარბაზებში ვარჯიშობდნენ, არ ჰქონდათ საშხაპეები, გაუუქმდათ ტრასნპორტირების 150 ლარი, კურტანიძემ ფედერაციის კუთვნილი 350 000 ლარი 9%-ად მიასესხა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრს, ბიზნესმენ ზაზა სიორიძეს, ყოველგვარი იპოთეკით დატვირთვის გარეშე. ჭიდაობის ფედერაციაში ჩატარებული კერძო აუდიტის დასკვნით, იპოთეკის გარეშე ასეთი დიდი თანხის გასესხება არასწორად არის მიჩნეული. მითუმეტეს იმ დროს, როდესაც ჭიდაობის ფედერაციას უკვე ჰქონდა გაცილებით მაღალ პროცენტში „კორ-სტანდარტ ბანკისგან“ აღებული 460 000 ლარი. ფედერაციამ ბანკს ხელშეკრულება დაურღვია, რის შედეგაცად ჭიდაობის ფედერაციამ 14 000 ლარზე მეტი იზარალა.
ზაზა სიორიძე,ბიზნესმენი (სატელეფონო საუბარი ჟურნალისტთან):
- ჩემი მეგობარი ლუკა კურტანიძე მოვიდა თხოვნით და მითხრა:“ ასეთი სიტუაციაა, ჭიდაობის ფედერაციას აქვს ბანკში განთავსებული თანხა, მცირე თანხას გვიხდიან დეპოზიტზე, არის თუ არა საშუალება, რომ ეს თანხა განვათავსო ისე, რომ ცოტა მაღალი განაკვეთი დამერიცხოსო“.
ჟურნალისტი: – ამას რა დავარქვათ, რომ ჭიდაობის ფედერაციას მაღალპროცენტიანი ანაბარი ჰქონდაა თქვენს კომპანიაში?
ზაზა სიორიძე: - რა თქმა უნდა, კომპანია ამ თანხით სარგებლობს, მაგრამ ჩვენ ყოველთვიურად, არ მახსოვს რიცხვი ზუსტად, ვურიცხავთ 9%-ს.
როგორც ლუკა კურტანიძე განმარტავს, ეს ფედერაციის სასარგებლოგ გააკეთა. ხოლო „კორ-სტანდარტ ბანკში“ დავალიანებასთან დაკავშირებით აღნიშნა : „ეს ახლანდელ ხელმძღვანელობას მოკითხეთ, ჩემ დროს ფედერაციას არანაირი ვალი არ ჰქონია“..
წინამორბედის სკანდალურ ბრალდებებზე საუბარი არ ისურვა ჭიდაობის ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ.
სამეთვალყურეო საბჭოს სკანდალური დასკვნის ბოლო პუნქტი ვაკეში ჭიდაობის ფედერაციისა და ფალავანდთა კლუბის ტერიტორიის ხელში ჩაგდებას ეხება:
"სპორტსმენთა და მწვრთნელთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ კურტანიძეს გარკვეულ პირთა ჯგუფთან ერთად გადაწყვეტილი აქვს ფალავანთა კლუბის საკუთრების უფლებით ხელში ჩაგდება, დანგრევა და ამ ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება და გაყიდვა, რასაც მოჭიდავეთა საზოგადოება კატეგორიულად წინ აღუდგება".
ჭიდაობის ფედერაციის დამსახურებული მწვრთნელი ბიჭიკო შელია ამბობს, რომ დიღომში მათ გადაყვანას კატეგორიულად დაუპირისპირდნენ.
ბიჭიკო შელია: „გელაშვილი დებდა 6 მლნ-ს, რომ აქ აეშენებინათ საცხოვრებელი სახლი. ყიფიანი წინაარმდეგ წავიდა, იმიტომ იყო, რომ შემოესივნენ ეს პარლამენტარები, ვითომ არ მუშაობდა და შეეწირა ამ დარბაზს".
სპორტის საპარლამენტო კომიტეტის წევრი ვალერი გელაშვილი: „რა სამშენებლო ადგილია, რომ მანდ რაღაც ინტერესი გამომიჩნდეს.
ჩემი მასშტაბები მაგ მასშტაბს არ ექვემდებარება, ლევან ყოფიანი არ არის ის დონე, რომ მე მასთან რაღაცა ბრძოლა დამეწყო".
2014 წლის ოქტომბერში ლუკა კურტანიძე დავით ნარმანიას სწერს, რომ "ფედერაციის შენობა ავარიულია და მოჭიდავეებს ფართი სხვა ადგილზე გამოუყოს".
ბიჭიკო შელია: მოიყვანეს „პადრიაჩიკები, რომ [თითქოს] ავარიულია, მაგრამ უსეთი ავარიული არა იყო, რომ გაკეთება რემონტს არ შეიძლებოდეს. არის ბრწყინვალე ადგილი სპორტსმენებისთვის“.
ლუკა კურტანიძე ლევან ყიფიანზე: „ძალიან სუსტი მინისტრია, აქედან გამომდინარე ჩვენ გვინდა მეტად ეფექტური და ძლიერი მენეჯერი“.
დაუპირისპირდა თუ არა ლევან ყიფიანს სპორტის საპარლამენტო კომიტეტის უმრავლესობა პირადი ინტერესების მოტივით, ამაზე ყოფილმა მინისტრიმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ლეან ყიფიანმა მხოლოდ მოკლე ტექტური შეტყობინება გამოგვიგზავნა: "საზოგადოებამ განსაჯოს, მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. მე პროკურორი ვერ გავხდები".
კურტანიძემ თანამდებობა კვერცხების სროლის ფონზე ვადაზე ადრე 2014 წლის სექტემბერში დატოვა, მანამდე მოჭიდავეებმა კურტანიძეს კარიც კი აუჭედეს.
იყო კიდევ ერთი სკანდალი: კურტანიძე ფედერაციის პრეზიდენტობის დროს ფიზიკურად გაუსწორდა ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილს, რომელმაც მწვრთნელების გათავისუფლებას ხელი არ მოაწერა.
ჭიდაობის ფედერაციიდან იძულებით წასული კურტანიძე ჯერ პოლიციის აკადემიის პრორექტორად დაინიშნა, 2015 წლიდან კი საპარლამენტო უმრავლესობიდან სპორტის კომიტეტში საკანონმდებლო საქმიანობას ეწევა.“
სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ დაამატა: „როგორც ჭიდაობის ფედერაციაში განმარტავენ, პროკურატურისთვის მასალები არ გადაუციათ, ვინაიდან მათ არ სურდათ ლუკა კურტანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. შესაბამისად, ამ დარღვევებთან და მასალებთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება არ მიმდინარეობს“.