ჩეხეთის პრეზიდენტმა მსოფლიო საზოგადოებას დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ბაზებზე იერიშის მიტანისკენ მოუწოდა. მისი ინფორმაციით, ტერორისტულ ბანაკებში "ბოევიკები" მთელ მსოფლიოში ტერორისტულ შეტევებს გეგმავენ.
"აუცილებელია რეაგირება მზარდი რელიგიური შუღლის გავრცელების საშიშროების წინააღმდეგ, რომლითაც ცდილობენ შუა საუკუნეებში დაგვაბრუნონ", - განაცხადა მილოშ ზემანმა, რომელმაც დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგო პატივი.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა გადადოს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაცია.
"ექსტრემისტული იდეოლოგია კი დამღუპველად მოქმედებს ახალგაზრდებზე, რომლებისთვისაც ბოევიკთა რიგებში გადასვლა მომხიბვლელი ხდება", - დასძინა ჩეხეთის პრეზიდენტმა.