,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოზურგეთში მათი თანაპარტიელის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მაჭავარიანმა განაცხადა, პრემიერმა და მთავრობამ, ლართან ბრძოლის მაგვირად, გადაწყვიტა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ებრძოლოს.
"დავით მჟავანაძე დააკავეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ეხმარებოდა პლაკატების გაკვრაში. თბილისში, როცა წინასწაარჩევნოდ ყველაფერი მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ააჭრელა, მაშინ არავინ დაუკავებიათ. ეს არის პოლიტიზირებული პოლიცია და შერჩევითი სამართალი. პრემიერმა გადაწვიტა წინ აღუდგეს არა ლარის გაუფასურებას, არამედ გადაწვიტა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ებრძოლოს,"- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
ოზურგეთში ,,ნაცმოძრაობისა” და "თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს. დაკავება მაშინ მოხდა როცა ქუჩებში ახალი გუბერნატორის გია სალუქვაძის გამოსახულებიან პოსტერებს აკრავდნენ, რომელზეც ეწერა "მოარიდეთ ბავშვები." დაკავებულები არიან დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე.
დაკავებულები ოზურგეთის პოლიციაში იმყოფებიან. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენს” შსს-ში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობისა” და ,,თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 150-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც თვითმმართველი ერთეულებისთვის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და ჯარიმას ითვალსიწინებს. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ ამ დროისთვის პოლიციაში შესაბამის ოქმები ფორმება, რომელიც შემდეგ სასამარლოს გადაეცემა და მოსამართლე დაკავებულებთან დაკავშირებით გადაწვეტილებას თავად მიიღებს.