17-19 მაისს, ქ. თეირანში, საქართველო-ირანის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომა გაიმართება.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ეკონომიკური კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ჯალაღანია, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორი, ეკა აკობია და სხვა უწყებების წარმომადგენლები.