შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთთან კონფრონტაციის მინიმიზაცია არის ევროპისკენ სწრაფვის ნაწილი. ამის შესახებ მან გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
„რუსეთთან კონფრონტაციის მინიმიზაცია არის ევროპისკენ სწრაფვის ნაწილი, რათა ამ შესაძლო კონფრონტაციამ ხელი არ შეგვიშალოს წინსვლაში დასავლეთისკენ. დასავლეთში გვიწონებენ იმას, რომ ჩვენ ძალიან გონივრულად ვიქცევით და მაქსიმალურად ვცდილობთ ფრთხილი პოლიტიკით მეტად სწრაფად ვიმოძრაოთ დასავლეთისკენ“, - განაცხადა მინისტრმა.