ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმცირესობა, პარლამენტში ყოფნის მიუხედავად რეგისტრაციას არ გადის. მისი განმარტებით, უმრავლესობა სხდომებზე მხოლოდ მაშინ ცხადდება, როცა სკამებია გადასანაწილებელი, შესაბამისად უმცირესობა ,,ამ ფარსში” მონაწილეობაზე უარს ამბობს.
,,კვორუმის არსებობა და სხდომის გამართვა, ეს არის უმრავლესობის ვალდებულება. ოპოზიცია პარლამენტში ვართ, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ცხადდება სხდომაზე, როდესაც სკამებია გადასანაწილებელი, ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ასეთი პარლამენტი არ უნდა ჰყავდეს საქართველოს. პარლამენტი არ მუშაობს", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
პარლამენტში, ბოლო ორი პლენარული სესია, კვორუმის უქონლობის გამო,