,,ნაცმოძრაობის” წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს რეალური მზაობა შსს და პროკურატურის რეფორმირებისთვის.
,,პროკურატურისა და შსს რეფორმას განცხადებებითა და კოსმეტიკური ცვლილებებით ვერ შველი. საჭიროა ნება და ნდობა, რომელსაც ვერ ვხედავთ პრმეიერის მიმართ, ის რომ განახორციელებს რეფორმებს, არის ნული ტოლი”, _აცხადებს ჟურნალისტებთან რატიანი.
განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე პროკურატურისა და შინაგან საქმეთა რეფორმირების საკითხზე იმსჯელეს, რომლის თანახმად, მთავარი პრკურორის არჩევის წესი იცვლება, შსს სამინისტრო იყოფა და იქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.