განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე პროკურატურისა და შინაგან საქმეთა რეფორმირების საკითხზე მსჯელობენ, რის შემდეგაც კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება.
როგორც სხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პროექტებს სხდომაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური წარადგენენ.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას მიესალმა და თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალ მინისტრებს წარმატებული საქმიანობა უსურვა.