იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მან შეძლო და გადაარჩინა ID ბარათი, რომლითაც ,,ნაციონალები” ხალხს აშინებდნენ, თითქოს ეს უფრო მეტია, ვიდრე პირადობის მოწმობა.
,,მე გადავარჩინე ID ბარათი დაღუპვას და მე ამას ამაყად ვამბობ დღეს. დაღუპვას იმიტომ, რომ იყო საზოგადეობაში ძალიან დიდი უკმაყოფილება ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისა, რომელიც ხალხს აშინებდა და ტყუილებს ეუბნებოდა, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე პირადობის მოწმობა და ამით ბევრი რამ კონტროლდება. ჩვენ ამას ვერ შევცვლით ალტერნატიული პირადობის მოწმობით. ID ბარათში არავინ არ ცხოვრობს და საშიში არ არის და ეს ვერ შეიცვლება”, - განაცხადა პალიტრა TV-ის გადაცემა რეზიუმეში სტუმრობისას იუსტიციის მინისტრმა.