ჩვენ ვემხრობით ნატოს გაფართოებას და ამჟამად ოთხი კანდიდატი ქვეყანის გვყავს, კერძოდ, ჩერნოგორია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია და საქართველო. ამის შესახებ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
"ჩვენ ვემხრობით ნატოს გაფართოებას, ამჟამად, ოთხი კანდიდატი ქვეყანა გვყავს. ეს არის ჩერნოგორია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია და საქართველო. გვსურს, რომ 2016 წლის ნატოს სამიტმა მიზნად დაისახოს გაფართოება. გუშინ ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისთან რუსეთის შესახებ და ავღანეთში ერთობლივი ოპერაციების თაობაზე ინფორმაცია გავცვალეთ და სამომავლო განხილვის თემები დავსახეთ, რომელიც ვარშავაში გაიმართება. ხაზი გავუსვი, რომ თურქეთი ყოველთვის ეხმარებოდა და დაეხმარება ავღანელ ხალხს", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
შეგახსენებთ, თურქეთის ქალაქ ანტალიაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა იმართება, რომელზეც კოლექტიური უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ავღანეთში ნატოს ყოფნაზე, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობაზე მსჯელობენ.