ხვალიდან, 23 აპრილიდან, სომხური ავიაკომპანია ~არმავია~ ერევანი-თბილისი-ერევანის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განაახლებს.
ავიაკომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგულარულ რეისებს ~არმავია~ აღნიშნულ მარშრუტზე ყოველდღიურად, დღეში ორჯერ შეასრულებს.
~არმავიამ~ თბილისი-ერევანი-მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი გასული წლის 14 მარტს შეასრულა. მგზავრთა ნაკადის არასებობის მიზეზით ფრენა დროებით, მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შეაჩერა.
ავიაკომპანიამ ფრენების განახლების თაობაზე საქართველოს ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას 2 თებერვალს მიმართა. ნებართვის შესაბამისად, ფრენა 10 თებერვლიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო კვლავ გადაიდო. 23 აპრილს კი რეისი ისევ შესრულდება.
გავრცელებული ინფორმაციით, იანვარში ფრენა სომხურმა ავიაკომპანიამ თბილისის საერთშორისო აეროპორტის მაღალი ფასების გამო შეწყვიტა.