გამბიის პრეზიდენტის ჰომოფობობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. იაია ჯამე საჯაროდ დაიმუქრა, რომ ჰომოსექსუალებს ყელს საკუთარი ხელით გამოჭრის. "მე გამბიაში ყველა გეის მოვკლავ. თუ ჩემს ქვეყანაში მამაკაცს მამაკაცზე გათხოვება მოუნდება, ის ამ ქვეყნიდან საერთოდ გაქრება,"-განაცხადა ჯამემ. გასული წლის ნოემბერში გამბიის პრეზიდენტმა ახალი კანონი გამოსცა, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალიზმი ქვეყანაში სამუდამო პატიმრობით ისჯება. მანამდე კი, 2008 წელს ჯამემ არატრადიციული ორენტაციის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავის მოკვეთით დაემუქრა.