უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად რუსეთს სანქციები უნდა გაუგრძელდეს. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ნატოს მინისტერიალზე განაცხადა, რომელიც თურქულ ანტალიაში ტარდება. "ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მინსკის შეთანხმება სრულდება. დარწმუნებული ვარ, არცერთ ჩვენგანს, ვინც დღეს ამ დარბაზში ვიმყოფებით, არ სურს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებდეს, თუმცა სანქციები იმისთვის არის საჭირო, რომ უკრაინაში მშვიდობა შენარჩუნდეს,"-აღნიშნა კერიმ, რომელიც მინისტერიალის დაწყებამდე სოჭს სტუმრობდა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის საკითხი კრემლის ლიდერსა და რუსეთის პირველ დიპლომატთან განიხილა.