მორიგი თავდასხმა პაკისტანში. კარაჩიში შეიარაღებული პირები თავს სამგზავრო ავტობუსს დაესხნენ, რასაც 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა შიიტია. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ ისლამისტურ დაჯგუფებას არ აუღია.