ნატოს გენერალური მდივანი მოსკოვს დონბასიდან სამხედრო მოსამსახურეების გამოყვანისა და სეპარატისტთა მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება იენს სტოლტენბერგმა ანტალიაში გააკეთა, სადაც დღეს ნატოს მინისტერიალი იწყება. ანალოგიური განცხადება გუშინ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სოჭში ვიზიტისას გააკეთა.