ამერიკის სახელმწიფო მდივანი რუსეთის ხელისუფლებას ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება ჯონ კერიმ სოჭში ვიზიტისას გააკეტა. "ჩვენ გვსურს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის, ნადეჟდა სავჩენკო უმოკლეს დროში გათავისუფლდნენ. ასევე დიდი სურვული გვაქვს, წითელი ჯვრის ჰუმანიტარულ მისიას დონბასში შესვლის საშუალება მიეცეს. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ,"-აღნიშნა კერიმ.