იემენში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საუდის არაბეთმა ხუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დროებით შეაჩერა. ზავის რეჟიმი 5 დღის განმავლობაში იმოქმედებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ხუსიტები შეთანხმებას დაარღვევენ, მათ წინააღმდეგ ოპერაცია განახლდება.