ჯონ მაკკეინი ვაშინგტონს ახალ ბრალდებას უყენებს. გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ტეთრ სახლს არაბული ქვეყნების მოსყიდვს მცდელობაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, არაბულ ქვეყნებთან თანამშრომლობის საბჭოს წევრების მოსყიდვით ვაშინგტონი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ამ ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. "ობამას ადმინისტრაცია ნებისმიერი გზით ცდილობს მათ გადაბირებას, რაც არ მოხდება, რადგანაც სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანთან შეთანხმებას რეგიონისთვის დიდ საფრთხედ აღიქვამენ,"-აღნიშნა მაკკეინმა.