უბედური შემთხვევა ფილადელფიაში. გამთენიისას სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 20-მდე ვაგონი გადაბრუნდა. სარკინიგზო კატასტროფას, ბოლო მონაცემებით, 5 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე მგზავრი კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს. სამაშველო სამუშაოები კატასტროფის ადგილას ამ წუთებშიც გრძელდება. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.