ანკარა რუსეთს სამეზობლო პოლიტიკის გამო აკრიტიკებს. საგანგებო განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს მინისტერიალის დაწყებამდე გააკეთა. “არაფრით შეიძლება იმ ქმედებების გამართლება, რასაც რუსეთი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ ახორციელებს, იქნება ეს საქართველო თუ უკრაინა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა შექმნილი ყირიმში, სადაც ადგილობრივი თათრები რუსეთის ხელისუფლებისგან ძლიერ ზეწოლას განიცდიან. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ ჩვენ დღეს ახალ კედლებს ვხედავთ, რაც მიუღებელია,”-აღნიშნა მევლუტ ჩავუშოგლუმ.