თურქეთში დღეს ნატოს მინისტერიალი გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც იღებს. თამარ ბერუჩაშვილი სიტყვით ავღანეთში მიმდინარე ნატოს მისიის, ,,მტკიცე მხარდაჭერის’’ მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართავს. საქართველოს პირველი დიპლომატი,,გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის ჯგუფის’’ ფორმატში დაგეგმილ შეხვედრასაც დაესწრება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნება. მინისტერიალის ფარგლებში ბერუჩაშვილი ორმხრივ შეხვედრებს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ,,მტკიცე მხარდაჭერის’’ მისიის სარდალთან, გენერალ კემპბელთან გამართავს.