კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინას აეროპორტთან ევროკავშირის მისიის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას კოსოვოს მედია-საშუალებები ავრცელებენ.
შემთხვევის შემდეგ პრიშტინას აეროპორტი დროებით დაიხურა.
ამ დროისთვის დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა და ინციდენტის სხვა დეტალები დგინდება.