უკრაინის უმაღლესმა რადამ, ერთი მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომელიც უცხოელებს უფლებას აძლევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახუროს.
უკრაინული მედიის ცნობით, კანონპროექტს 257-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი. როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, საერთაშორისო პრაქტიკა აღიარებს უცხოელების უფლებას სხვა ქვეყნის ლეგიტიმურ სამხედრო ფორმირებებთან კონტრაქტი გააფორმონ.
როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყნის არმიის მხარდასაჭერად ასობით უცხოელი სამხედრო იბრძვის, მათ შორის ქართველებიც არიან.