ევროკავშირი უშიშროების საბჭოსგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს, რომელიც ევროპელ სამხედროებს უფლებას მისცემს, გაანადგურონ კონტრაბანდისტების გემები, რომლებსაც არალეგალი მიგრანტების გადაყვანისთვის იყენებენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ გაეროს უშიშროების საბჭოზე გამოსვლისას განაცხადა, რომ 2015 წლის დასაწყისიდან 1800-მდე მიგრანტი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში.
"მსოფლიოში საზღვრის გადაკვეთისას დაღუპული ოთხი ადამიანიდან სამი ხმელთაშუა ზღვაში იღუპება. ევროკავშირი მზადაა, თავისი ვალდებულება შეასრულოს და ებრძოლოს ამ მოვლენის მიზეზებს, გაანადგუროს დანაშაულებრივი ორგანიზაციები. ადამიანებით უკანონო გადაადგილების უდიდესი წილი ლიბიაზე მოდის, ქვეყანას ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნაში და საზღვრების გაკონტროლებაში უნდა დავეხმაროთ" - განაცხადა მოგერინიმ.