ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა და მიმდინარე კვირის განმავლოში პირველად ბარელზე 82 აშშ დოლარს გადააჭარბა.
საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 21 აპრილის მდგომარეობით ოპეკის "კალათის" ფასი ბარელზე 0,18 აშშ დოლარით გაიზარდა და 82,01 დოლარი ბარელზე შეადგინა. ეს კი, 16 აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
ოპეკის "კალათის" რეკორდულად მაღალ ფასს ბარელზე 140,73 აშშ დოლარი შეადგენს, რომელიც 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა.