ნეპალში კიდევ ერთ დამანგრეველ მიწისძვრას 26 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Bangladesh News იტყობინება. არიან დაშავებულებიც. სხვადასხვა ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები 150-დან 340-მდე ადამიანმა მიიღო. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები სტიქიური უბედურების ზონაში დღეს 2-ჯერ დაფიქსირდა. პირველი მიწისძვრის სიძლიერემ 7,3 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც 6,2 ბალიანი ბიძგი მოჰყვა. დამანგრეველ მიწისძვრას 25 აპრილს ბანგლადეშში 8 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.