13-16 მაისს, საქართველოს აშშ-ის ატლანტიკური საბჭო ეწვევა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ახალი ინიციატივის წამოწყება, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების ხელშეწყობისაკენ.
ამ მიზნით ატლანტიკური საბჭოს ჯგუფი მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს ტრანსატლანტიკური სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპისათვის, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც არის აშშ-ისა და ევროკავშირის სტრატეგიის ანალიზი და საქართველოს რეფორმებისა და ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობა.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება აშშ-ის დელეგაციის წევრების შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებთან, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან.