ნატოს გენერალურმა მდივანმა მოსკოვი მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. "შეშფოთებულნი ვართ კონფლისტის ზონაში ზავის რეჟიმის ინტენსიური დარღვევით. რუსეთი აგრძელებს ამბოხებულთა მომარაგებას მძიმე შეიარაღებით, ანტისარაკეტო სისტემებითა და ცოცხალი ძალით, რითაც მინსკის შეთანხმებას უხეშად არღვევს,"-აცხადებს სტოლტენბერგი.