ნეპალში მიწისძვრა განმეორადა. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ამჯერად, მიწისძვრის სიმძლავრემ 7, 1 მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნამჩე-ბაზარის დასახლებიდან დასავლეთით, 68 კილომეტრში აღინიშნა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მიწისქვეშა ბიძგები ინდოეთსა და ავღანეთშიც შესამჩნევი იყო.
შეგახსენებთ, რომ ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიძლიერის დამანგრეველი მიწისძვრა მიმდინარე წლის 25 აპრილს მოხდა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მას 8 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 17 500 კი - დაშავდა.