ჩინური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთისთვის განკუთვნილი მისტრალის ტიპის სამხედრო გემები საფრანგეთმა შესაძლოა ჩინეთს მიჰყიდოს, ოფიციალური პარიზი არ ადასტურებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რომენ ნადალმა განაცხადა. სამხედრო გემები საფრანგეთს რუსეთისთვის ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა გადაეცა, თუმცა ყირიმის ანექსიისა და დონბასში განვითარებული მოვლენების გამო გარიგება ჩაიშალა.