ევროკავშირში რუსეთის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა მცირდება. ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მილოშ ზემანის თქმით, წლის ბოლომდე რუსეთს სანქციებს სავარაუდოდ გაუუქმებენ, რაზეც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ავსტრიის კანცლერის განცხადებებიც მეტყველებს იმის შესახებ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არაეფექტურია.