ბორის ნემცოვის თანაგუნდელები სპეციალურ მოხსენებას გაასაჯაროვებენ, რომელზეც ოპოზიციის ლიდერი სიკვდილამდე მუშაობდა. „პუტინი-ომი“ ასე ჰქვია ნემცოვის ანგარიშს, რომელშიც იმ დანაკარგებია აღწერილი, რაც რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო ნახა. ანგარიშში ილოვაისკთან რუსი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ფაქტზეც არის საუბარი, რაც დღემდე არ გასაჯაროებულა.