რუსეთის ეკონომიკა ანტისახალხო და არასიცოცხლისუნარიანია. ამის შესახებ მოსკოვის ყოფილმა მერმა „კომსომოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. იური ლუჟკოვის თქმით, ფასების რეგულირების პოლიტიკა ქვეყანაში კატასტროფულია, რაც რუსეთის მოსახლეობას მძიმე პირობებში აყენებს. ლუჟკოვმა დედაქალაქის მერის პოსტი 2010 წელს დიმიტრი მედვედევის განკარგულებით დატოვა, რის შემდეგაც სოფლის მეურნეობით დაკავდა.