ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, ამერიკის პირველი დიპლომატი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა. ჯონ კერი სოჭში დღეს ჩავა. სახელმწიფო მდივანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. მხარეები ირანის, სირიისა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ.