კანადამ უკრაინას 30 მილიონი კანადური დოლარი (25 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყო. სოლიდური თანხა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დემოკრატიის განვიტარებასთან ერთად უკრაინისთვის მთავარ პრიორიტეტს დონბასის კრიზისის მოგვარება წარმოადგენს, რაშიც კანადა კიევს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.