სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის წინამძღვარი ანკარის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას თურქეთისვე სასამართლოში გეგმავს. ამის შესახებ პატრიარქმა გარეგინ მეორემ "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სომხური ეკლესია თურქეთისგან იმ კუთვნილების დაბრუნებას ითხოვს, რომელიც სომხების გენოციდის პერიოდში იქნა მითვისებული. საუბარია ქალაქ სისში მდებარე კათალიკოსის რეზიდენციაზეც, რომელსაც სომხეთი თავის საკუთრებად აცხადებს.