NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 80% ეთანხმება აზრს, რომ მოქალაქეებს აზრის გამოხატვა თავისუფლად შეუძლიათ და მხოლოდ 16% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქვეყანაში აზრის თავისუფლად გამოხატვა შესაძლებელია.
საერთო ჯამში გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება აქვთ ქვეყანაში თავისუფლად იმუშაონ და მთავრობის საქმიანობა გააკონტროლონ. გამოკითხულთა 16% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
გამოკითხულთა 65% ფიქრობს, რომ მთავრობამ უნდა შეზღუდოს ისეთი ენის გამოყენება, რომელიც შესაძლოა, გარკვეული ჯგუფებისთვის შეურაცხმყოფელი იყოს.
გამოკითხული მოსახლეობის 46% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თქვან და დაწერონ ის, რაც სურთ, მიუხედავად იმისა, შეურაცხმყოფელია თუ არა ეს გარკვეული ჯგუფებისთვის.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. NDI-ის გამოკითხვა 2015 წლის 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდს მოიცავს. გამოიკითხა 4 360 ადამიანი. კვლევების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%.