მოსკოვის მერია დედაქალაქში ბორის ნემცოვის ძეგლის დადგმას არ აპირებს. ამის შესახებ რადიო "ეხო მოსკვის" ეთერში ქალაქის თავის, სერგეი სობიანინის მოადგილემ ლეონიდ პაჩატნიკოვმა განაცხადა. "იმისათვის, რომ ეს მოხდეს, 10 წელი უნდა იყოს გასული მოღვაწის გარდაცვალებიდან. სწორედ ამ მიზეზით არის შეუძლებელი ბორის ნემცოვის მემორიალის დადგმა ან რომელიმე ქუჩისთვის ცნობილი ბალერინის, მაია პლისეცკაიას სახელის მინიჭება. რა თქმა უნდა, გამონაკლისებს კანონი ითვალისწინებს, თუმცა ამ საკითხს მე არ ვწვეტ,"-აღნიშნა მერიის მაღალჩინოსანმა.