ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ლორა თორნტონის განცხადებით, მოსახლოება კვლავაც განაგრძობს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას.
სასტუმრო „რედისონში“ NDI-სა და „CRRC–საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე საუბრისას, თორნტონმა ასევე განაცხადა, რომ ორად იყოფა მოსახლეობის აზრი იმის შესახებ, თუ რომელი უფრო სასარგებლო იქნება ამ ეტაპზე საქართველოსთვის - რუსეთთან ურთიერთობების დალაგება თუ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება.
„მიუხედავად იმ პროცენტული მაჩვენებლისა, რომლებიც აცხადებენ, რომ გარკვეულად ზეგავლენა აქვს რუსეთს საქართველოზე და გავლენა არის უარყოფითი, ვერ შევძლებთ ეს მონაცემები რამეს შევადაროთ და ვთქვათ, გაიზარდა თუ არა პროცენტულად ეს მაჩვენებელი, იმიტომ, რომ პირველად დავსვით ეს კითხვა.
თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ მიუხედავად მოსახლეობის ასეთი განწყობებისა, კვლავაც ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა არის ძალიან ძლიერი. მინდა ხაზი გავუსვა, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებს, სადაც ძალიან განსხვავებული პოზიცია აქვთ რუსეთთან მიმართებაში და დიდი პროცენტული მაჩვენებელი რესპოდენტებისა აცხადებს, რომ რუსეთი არ არის არანაირი საფრთხე საქართველოსთვის,“ - განაცხადა ლორა თორნტონმა.
კვლევის „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. კვლევის სამუშაოები 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 360 რესპოდენტი პირისპირ ინტერვიუს წესით წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.