უამინდობა ტეხასში. ვან-ზანდის ოლქს ტორნადომ გადაუარა. ქარიშხლის სიჩქარე საათში 112 კილომეტრს აღემატებოდა, რის შედეგადაც ათობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც. სხეულის სხვადასხვა სახის ტრავმებით ადგილობრივ კლინიკებში 26 ადამიანი მოათავსეს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.