უკრაინისა და რუსეთის დედაქალაქებში რუსების ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქციები იმართება. კრემლის პირად პატიმარს სამოქალაქო აქტივისტები დაბადების დღეს ულოცავენ. სავჩენკო დღეს 34 წლის გახდა. დაბადების დღეს ის მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში ხვდება. ნადეჟდა სავჩენკო რუსებმა გასულ წელს დონბასში დაატყვევეს და რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებენ. განსასჯელი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.