შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ბობოყვათის საზღვაო რაიონში, თევზჭერის წესების (მოტონავს არ გააჩნდა სარეგისტრაციო და ტექნიკური ვარგისიანობის მოწმობები, ასევე აუცილებელი სამაშველო აღჭურვილობები) დარღვევის ბრალდებით დააკავეს მოტონავი, რომელზედაც იმყოფებოდა საქართველოს ორი მოქალაქე. დაჯარიმებულია დურმიშხან დ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 პრიმა 2 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად 300 ლარით.