გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმებაზე პუტინის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს არ დაეთანხმა. შხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისტორიული პაქტი საბჭოთა კავშირის მიერ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადადგმული მართებული ნაბიჯი იყო.
აღნიშნულ განცხადებას გერმანიის კანცლერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმება მისთვის ძნელი გასაგებია. მისი თქმით, საბჭოთა კავშირისა და მესამე რეიხის მიერ პოლონეთის გაყოფა უკანონო ქმედება იყო.
ბრიფინგზე მერკელმა ასევე განაცხადა, რომ ყირიმის ანექსია დანაშაულებრივი ქმედებაა.