ყირიმის ანექსია დანაშაულებრივი ქმედებაა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს არის დანაშაული, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა რუსულ-გერმანული ურთიერთობები გააფუჭა,“-აღნიშნა მერკელმა.