იემენში მაროკოს საჰაერო ძალების კუთვნილი F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება. ჯერჯერობით უცნობია, შეძლეს თუ არა პილოტებმა კატაპულტირება. საჰაერო დარტყმებს ხუსიტი ამბოხებულების პოზიციებზე არაბული ქვეყნების კოალიცია 2 თვეზე მეტია ახორციელებს.