გეორგიევსკის ლენტის ტარებისთვის უკრაინაში შესაძლოა ჯარიმები შემოიღონ. უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, შესაბამის კანონპროექტზე უწყება უკვე მუშაობს. საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაში, საოკუპაციო სიმბოლიკის ტარებისთვის 15 დღიანი პატიმრობა და სოლიდური ჯარიმა დაწესდება.