ანდრეი მაკარევიჩის პრეს-მდივანი კატეგორიულად უარყოფს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოსდა მუსიკოსი უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერმა ცემა. „,სგავსი რამ არ ყოფილა. ეს ყველაფერი მოგონილია. მაკარევიჩი უკრაინაში არ ჩასულა და არც კონცერტები გაუმართავს. თუ დეზინფორმაციის გავრცელებას არ შეწყვეტენ, ჩვენ მათ სასამართლოში ვუჩივლებთ,“-განაცხადა ანტონ ჩერნინმა.