გერმანიის კანცლერი სეპარატისტებს დონბასში უკრაინული ჰუმანიტარული დახმარების შეშვებისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება ანგელა მერკელმა მოსკოვში ვიზიტისას, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. "მოვუწოდებ ყველას, ვინც დონეცკსა და ლუგანსკში გადაწყვეტილებებს იღებს, გაატარონ უკრაინული ჰუმანიტარული ტვირთი. ამით მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდება,"-აღნიშნა მერკელმა.