ჩეჩნეთის პრეზიდენტი მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არყოფნის გამო თეთრი სახლის ლიდერს გაუნაწყენდა. ბარაქ ობამას რამზან კადიროვმა ინსტაგრამით მიმართა. "ფაშისტური გერმანიის დამარცხება ჩვენი საერთო გამარჯვებაა, რაშიც გადამწყვეტი როლი რუსეთმა ითამაშა. თქვენ ვალდებული იყავით პატივი მიგეგოთ იმ მილიონობით რუსი ჯარისკაცისთვის, რომლებიც ფაშიზმთან ბრძოლას ემსხვერპლნენ, თუმცა 9 მაისს თქვენ აღლუმზე არ ყოფილხართ. ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ახალი მსოფლიო ომისა და ტერორიზმის საფრთხეებთან ბრძოლისთვის მზად არ ხართ,"-წერს კადიროვი.