კიევი მოსკოვისგან კომპენსაციას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრის ოადგილემ ალექსანდრ ბოროვიკმა განაცხადა. მისივე თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად მიყენებული ზარალისთვის რუსეთმა უკრაინას 350 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს. "ამ ეტაპზე მოსკოვმა შესაძლოა კომპენსაციის გადახდაზე უარი თქვას, თუმცა ჩვენ ამ საკითხის ლობირებას ყველა დონეზე მოვახდენთ და საბოლოოდ რუსეთს ზარალის ანაზღაურებას ვაიძულებთ,"-აღნიშნა ბოროვიკმა.